რეზონანსი
03.12.2025

„თბილსერვის ჯგუფის“ 40-მდე თანამშრომელმა ჩუღურეთის რაიონში 80-მდე ლოკაციიდან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი და ნივთები სპეცტექნიკის საშუალებით გაიტანა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ, ასევე, ქალაქის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენის, ავტომობილების მეორადი ნაწილების, საბურავების, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

კონტეინერებში სარემონტო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების შიდა ნაწილების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ დაარღვიონ კანონი და არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი ურნებში. ასეთი ტიპის ნარჩენის გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე:

https://tgservice.ge

https://www.tbsg.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×