რეზონანსი
03.12.2025

მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ოფიციალურად უკრაინასაც კი არ გაუწყვეტია რუსეთთან ურთიერთობა.

„საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დღეს შეიძლება, პოზიცია გამოხატო ერთი, მაგრამ სიტუაციის ცვლილება, შეიძლება იყოს სხვა განცხადებების საფუძველი. როგორ შეიძლება, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ? მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან. ოფიციალურად უკრაინასაც კი არ გაუწყვეტია რუსეთთან ურთიერთობა. ოფიციალურად უკრაინა ომის დაწყების დღიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსულ ენერგორესურსებს ატარებდა თავის ტერიტორიაზე და ამით თვითონაც შოულობდა ფულს და რუსეთიც, ეს რეალობა არსებობდა. როგორ შეიძლება, რომ აფხაზეთში იყოს დიპლომატიური საელჩო, ცხინვალში იყოს დიპლომატიური საელჩო და თბილისში კიდე ცალკე გავხსნათ, ანუ ჩვენ ვაღიაროთ, რომ არსებობს ამ ტერიტორიაზე სამი სახელმწიფო და ამ ვითარებაში შევიდეთ ურთიერთობაში. გამოვიდა მედვედევი და თქვა, რომ დიახაც, ჩვენ შევიჭერით საქართველოში, იმიტომ, რომ გქონდა ჩვენი გარკვეული მიზნები, მაშინ დიახაც, შეჭრის წინაპირობა მოუმზადა სააკაშვილმა. თუმცა ამ პრიმიტიულ ფორმულირებაზე კითხვა არ გიჩნდებათ. რეალურად, ვინ რასა ამბობს, უნდა შემოწმდეს ყოველთვის კონკრეტული ქმედებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×