რეზონანსი
03.12.2025

შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეხვედრას კელი დეგნანთან, იქ საუბარი იყო კონკრეტულ თემაზე, ეს ეხებოდა სანქციების დაწესების თემას და ამაზე დეტალურად ისაუბრა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ამასთან ერთად, შემიძლია გავიხსენო, რომ დამატებით იყო სამი შეხვედრა, ამ სამიდან ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მეც და ამ სამიდან ორ შეხვედრაზე პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. იქ არ იყო საუბარი მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, მხოლოდ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე. იმ შეხვედრებზე, რომელთაგან ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სრულიად ღია და პირდაპირი ტექსტებით. შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, მესამე შეხვედრაზე ირიბად იყო საუბარი იგივე თემაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×