რეზონანსი
03.12.2025

BBC-ზე „ფეიკის“ უარგუმენტო ძახილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მატყუარა მოძალადე ხარ, სათქმელი არაფერი გაქვს და შენი ერთადერთი იარაღი შეურაცხყოფის მიყენებაა - თუ BBC-ის მასალისგან განსხვავებული სიმართლე გაქვთ, ფაქტები გამოაქვეყნეთ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს. ხიდაშელის აზრით, სიმართლის დოკუმენტებით დამტკიცება ძალიან ადვილია.

„როდესაც ამხელა მედიასაშუალება ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს გიძღვნის, უბრალოდ fake news-ი იძახო, საკუთარი ქვეყნის და ხალხის შეურაცხყოფაა. მინიმუმ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უნდა იყო ამგვარი ძახილისთვის. სინამდვილეში, საკუთარი ხალხის და ქვეყნის პატივისმცემელი, მართალი ხელისუფალი ფაქტებს გამოქვეყნებდა თუკი ასეთი სიმართლე აქვს. ამ სიმართლის დამტკიცება ძალიან ადვილია დოკუმენტებით. ბევრი მედია საშუალება მოინახება მსოფლიოში, რომელიც მათ გამომზეურებას საკუთარ ეთერს სიამოვნებით დაუთმობს.

BBC-ზე ფეიკის უარგუმენტო ძახილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ უბრალოდ მატყუარა მოძალადე ხარ, სათქმელი არაფერი გაქვს და შენი ერთადერთი იარაღი შეურაცხყოფის მიყენებაა. ზუსტად ისე იქცევა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის მიმართ ქოცობა, როგორც მაგალითად ჩემს მიმართ. არადა მე 31 ათასი გამომწერი მყავს, BBC-ის მთელ მსოფლიოში მრავალი მილიონი. არც ჩვენს ფაქტებით დადასტურებულ ანგარიშებზე აქვთ პასუხები და მოღალატე-აგენტი გაუდით მხოლოდ, არც BBC-ის დოკუმენტურ ფილმზე და fake news-ს ყვირიან მხოლოდ. ამასობაში, მათივე ყოფილი მინისტრი ადასტურებს, მოქმედი მინისტრი უარყოფს, ყოფილის და მოქმედის საერთო მოადგილემ მრავალგზის დაადასტურა... აირივნენ, აშკარად, მძიმე კვირა აქვთ... გამოაქვეყნეთ ფაქტები, თუ გაქვთ სიმართლე იმისგან განსხვავებული, ვიდრე BBC-ის მასალა და მორჩება ეს საუბარი. ფაქტები და მტკიცებულებები უაზრო, უარგუმენტო შეურაცხყოფის ნაცვლად“, - წერს თინა ხიდაშელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×