რეზონანსი
03.12.2025

ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს აქციები მიმდინარეობს, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა და არც იმ კლინიკებში, ოფიციალურად არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო მოწამვლასთან ასოცირებული პრობლემა, - ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტოქსიკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ეკა ქურდაძემ, განაცხადა.

ქურდაძე გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის დროს სამართალდამცავებმა აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ექიმი-ტოქსიკოლოგი აცხადებს, რომ დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს პაციენტი და ჩივილების მიხედვით უნდა დაინიშნოს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, რის საფუძველზეც მზადდება დასკვნა. ზოგადად იმაზე საუბარი, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე და რისი გამოწვევა შეუძლია, მისივე თქმით, ადვილი სადიაგნოსტიკო არ არის.

„მოგეხსენებათ, დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს კონკრეტული პაციენტი, კონკრეტულ ადგილზე, თავისი ჩივილების გათვალისწინებით და თუ რაიმე სპეციფიური ან არასპეციფიური ლაბორატორიული კვლევები ამის შესახებ არსებობს, ამის საფუძველზე უნდა გამოვიდეს დასკვნა. ასე ზოგადად, რა ნივთიერებას რა შეუძლია, რისი გამოწვევა - შეიძლება ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ, კონკრეტულად რა ნივთიერებასთან გვქონდა საქმე, ასე მარტივი სადიაგნოსტიკო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ამ კუთხით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პაციენტი კონკრეტულად არ მინახავს არც მე და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს, ტოქსიკოლოგს, მსგავსი დიაგნოზი არც ერთ შემთხვევაზე არ გამოუტანია“, - განაცხადა ეკა ქურდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×