რეზონანსი
03.12.2025

ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ არც შარშან და არც წელს ტოქსიკოლოგების ასოციაციისთვის არავის არ მოუმართავს. არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც არც ერთ ინიციატორს და არც უცხოელ კოლეგას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - განაცხადა ტოქსიკოლოგმა, თეიმურაზ კობიძემ BBC-ის  ფილმთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე.  

ტოქსიკოლოგის  განცხადებით,  მედიცინის პოლიტიზირება დაუშვებელია.

„ცნობილი მოვლენების გამო მასმედიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, არატოქსიკოლოგების ინფორმაციები, მოთხოვნები და არაკომპეტენტური რჩევების მიცემა აქციებში მონაწილეებისთვის და მოსახლეობისთვის. სინამდვილეში ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმის, დამატებითი სტრეს ფაქტორის და ხალხში დამატებითი მღელვარების შექმნის აშკარა საშიშროება.

ზოგიერთ ჩვენს კოლეგას შევახსენებთ, რომ  პირველი -  ქვეყანაში არსებობს სამედიცინო სპეციალობების სერტიფიცირება.

მეორე - დარგში არასერტიფიცირებული ექიმი არ გახლავთ კომპეტენტური. მესამე- სანამ მასმედიაში კომენტარს გააკეთებთ ინტერვიუს მისცემთ და მითუმეტეს მოთხოვნას წამოაყენებთ ელემენტარული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ იმ დარგის ანბანზე და იმ პროფილის ერთი ავადმყოფი მაინც უნდა ჰყავდეთ ნამკურნალები.  მეოთხე - მედიცინის პოლიტიზირება დანაშაულია“, - განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×