რეზონანსი
03.12.2025

მოლდოვას მთლიანი სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა. მოლდოვაში შექმნილი ვითარება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში დღეს გაიხსენეს პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არიან. „ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს, იმ ფონზე, როდესაც მოლდოვის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კი თავად ამბობს, რომ უკრაინა უმძიმესი არჩევანის წინაშეა.

„თურმე, უკრაინა და მოლდოვა წინ არიანო საქართველოსთან მიმართებაშიო. აგერ, ზელენსკი გამოვიდა სამი დღის წინ და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ორი არჩევანის წინაშე არისო, ან სუვერენიტეტი ან ღირსება დავკარგოთო. ეს არჩევანი გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ უკრაინა საქართველოზე წინ არის? რაც შეეხება მოლდოვას, ერთი ომი არ არის იქ თორემ ისე არის გაუბედურებული - ინფლაცია, მაღალი უმუშევრობა, საგარეო ვალი მაქსიმუმზე არის ასულიო. ეს ქვეყნები თქვენ საქართველოზე წინ დააყენეთ. საქართველო, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა აქვს უკვე მერამდენე წელია, დასაქმება, მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მილიარდს ასცდა, სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ ადგილას არის მსოფლიოში გამჭვირვალობით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ჩვენი გუნდის წევრებსაც კი, ვისაც რაღაც დარღვევები აქვთ, მათ მიმართაც კი შეურიგებლები ვართ, და თქვენ ასეთ ქვეყანას, ენა მოგიბრუნდათ და აძაგებთ, აშავებთ და შავ პიარს უგორებთ“, - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა.  

ცნობისთვის, მოლდოვის მთლიანი სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის უცხოელ კრედიტორებზე დამოკიდებულება 3.3%-ით გაიზარდა, საგარეო ვალი კი მთლიანი ვალის 62%-ზე მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×