
BBC-ის მასალაზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები მიმდინარეობს. რა ინფორმაცია მიაწოდა BBC-ის, რა სახის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა და რატომ არ არიან იდენტიფიცირებული კვლევის ობიექტები, ვისზე დაყრდნობითაც ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე დასკვნები გაკეთდა - ამ კითხვებზე არ პასუხობს არც კონსტანტინე ჩახუნაშვილის ძმა. დავით ჩახუნაშვილმა გამოძიებას ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.
კითხვაზე, რას დაეფუძნა სტატიის მიგნებები, ვინ იყვნენ საკვლევი ობიექტები და რა სახის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა, დავით ჩახუნაშვილი პასუხობს:
„ჰიპოთეზა, რომელიც BBC-მ წარმოთქვა, შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ მათ იდეებს. BBC-ის მიერ ნახსენებია ორი ნივთიერება - კონკრეტულ ნაერთებთან დაკავშირებით, ჩვენს კვლევაზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.