
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთის აკადემიურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, აღნიშნული ცენტრი მსოფლიოს ტოპ-ოცეულში შედის. მისი თქმით, მრგვალი მაგიდის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას და რეგიონულ ინტეგრაციაზე.
დეპუტატის ცნობით, დისკუსიის დროს კითხვები იყო ანაკლიის პორტზე, რუსეთ-უკრაინის ომზე.
„მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ანალიტიკოსები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ნაყოფიერი დისკუსია შედგა", - განაცხადა სამხარაძემ.