რეზონანსი
02.12.2025

ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ევროკავშირს სურს საქართველოში ჰყავდეს მართული ხელისუფლება.

„ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს. ის მდებარეობა, დერეფანი, რაც საქართველოს აძლევს უპირატესობას სხვა ქვეყნებთან მიმართებით რეგიონში, არის ის, რაც ევროკავშირს ძალიან სჭირდება. ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის, ყველაზე არ ვსაუბრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ძალიან სჭირდებათ, მნიშვნელოვანია ის, რომ ჰყავდეთ აქ მართული ხელისუფლება, რომელიც ვერა და ვერ მოიყვანეს ამდენი წლის განმავლობაში. მათ უწევთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცავ ხელისუფლებასთან შერკინება. ის განცხადებები, ქმედებები, რეზოლუციები, მათ შორის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, თუ საქართველოს წარმატებების გაუფასურება თვალნათლივ აჩვენებს ერთ რამეს - მათ აქ სჭირდებათ მარიონეტები“, - აღნიშნა ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×