
30 ნოემბერს, ტრაგედია დატრიალდა სამტრედია-აბაშის გზაზე, სადაც ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე მოხდა. ახალგაზრდები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ. ადგილზე დაიღუპა 25 წლის ბაიკერი საბა ტუღუში. საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეორე ახალგაზრდა შაკო ბიჭაშვილი, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, საბა ტუღუში ახალი დაქორწინებული იყო. მისი მეუღლე, მაგდა ზვიადაძე ქორწილის კადრებს აქვეყნებს და წერს:
"ამისთვის გადაგვიღეს ამდენი ფოტო ასე რომ დამედოო?! ღმერთო, დამიბრუნე" - წერს მაგდა ზვიადაძე.
„შენი სითბო, კეთილშობილება და სიყვარული მარად დარჩება ჩემს გულში.
შენი არსებობა იყო ჩემი საყრდენი, ჩემი ძალა და ჩემი ცხოვრების სინათლე.
ვმადლობ ღმერთს იმ ყოველი დღისათვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე.
ვიმახსოვრებ შენს ღიმილს, სიტყვებს და ყველაფერს, რაც შენგეკუთვნოდა.
სიყვარულით — შენი მაგდა“, - წერს დაღუპულის მეუღლე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე