
საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სიმბოლურად ფერადი კვამლი გაუშვეს, რითაც BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ სიმბოლური აქტით ისინი ამბობენ: "გასულ წელს ჩვენ მოგვწამლეს"
ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს, ისინი რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან.