რეზონანსი
01.12.2025

ალეკო ელისაშვილის საქმე - ცნობილია, რა შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს დაცვის მხარე.

დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატის თქმით, ისინი 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებენ მოსამართლეს, თუმცა, მოლოდინი არ აქვს, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ვარაუდობს, რომ სასამართლო ელისაშვილს პატიმრობაში გაუშვებს.

"დაცვის მხარე მოვითხოვთ 5 00 ლარიან გირაოს, იმედი, რა თქმა უნდა , არ გვაქვს, რომ დაცვის მხარე ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ვვარაუდობთ, რომ სასამართლო მას პატიმრობაში გაუშვებს. ხელი მოვაწერე გაუთქმელობასთან დაკავშირებით, ვერსია და ვარაუდი არის ის, რომ მუხლის სიმძიმიდან გამომდიანრე, მას ედავებიან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუხლიდ ა აქედან გამომდიანრე, ისინი ფიქრობენ, რომ რამე ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს. ვერ დავადასტურებ იმ ვიდეოჩანაწერებში არის თუ არა კონკრეტულად ელისაშვილი, გარე პერიმეტრზე მოსიარულე ადამიანი, არ ვიცი, არის თუ არა ის. არც ის ვიცი, რა ლოკაციებით გადაადგილდებოდა, შენობაში მყოფ პირზეც ვერ დავადასტურებ, თუმცა, მისგან ვიცი, რომ შენობაში ნამდვილად იმყოფებოდა, - ამბობს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×