რეზონანსი
01.12.2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მაუწყებელს მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, , ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააყალბა დონალდ ტრამპის გამოსვლა, ახლა კი ქართულ პოლიციას აბრალებს მომწამლავი გაზის გამოყენებას  რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილზე.

მისივე შეფასებით, ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული "საგამოძიებო" სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო.

„თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას, რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი!

უწინ იქნებოდა რეზონანსული, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა ესა და ეს, მაგრამ ბოლო წლებმა გლობალურ საზოგადოებას ხაზგასმით აჩვენა - BBC დაეცა სტანდარტულ "ფეიქნიუსერობამდე". მისი ტენდენციური სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ბრძოლა პატრიოტულ ძალებთან, ულტრამემარცხენეობის დღის წესრიგის პრომო - ე.წ. მწვანე პოლიტიკა, ტრანსგენდერიზმი და ზოგადად, ვოუქიზმი.

ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული "საგამოძიებო" სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო“, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×