
ცოტა ხნის წინ, ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან „გააგდო“. ამ განცხადებას თავად კოდუას დედის პასუხი მოჰყვა:
„ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს...“, - ამბობს ლაურა ღაჭავა.
პაიჭაძემ ღაჭავას კვლავ სოციალურ ქსელით უპასუხა:
„დათოს დედის პასუხი)) ხალხო, რა უნდა ელაპარაკო. მართლა ღმერთმა გადაწყვიტოს. ვილოცებ.
„სქრინებს“ ხომ არ გამოვფენ, ამ ნაგავში როგორ დავბრუნდები“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
შეგახსენებთ, რომ პაიჭაძემ რამდენიმე თვის წინ დაწერა, რომ აყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე