რეზონანსი
01.12.2025

ინდოელმა ექსპორტიორებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს საკუთარი არსებობა გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში, საუდის არაბეთში, ყატარში, ომანში და დასავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში, კვების პროდუქტებზე, სამომხმარებლო საქონელზე, ელექტრონიკაზე, ქიმიკატებზე და საიუველირო ნაკეთობებზე მზარდი მოთხოვნილების გამოყენებით.

ინდოეთის ექსპორტი მიუთითებს ფართომასშტაბიან ზრდაზე, ბაზრების დივერსიფიკაციასა და სტაბილურობაზე, რის გამოც ქვეყანა იკავებს მსოფლიო ვაჭრობის ახალი ლიდერის პოზიციას. 2025-2026 წწ. ინდოეთის ექსპორტი ჩინეთსა და ჰონკონგში დაიწყებს უფრო სწრაფ ზრდას, ვიდრე აშშ.

წარმოების გლობალური გადალაგება

პანდემია, გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ტარიფების ზრდა და ხარვეზები ლოგისტიკაში განაპირობებენ მიწოდების უკვე არსებული მოდელის მოწყვლადობას. აღნიშნულის ფონზე ინდოეთმა დაიკავა უფრო მომგებიანი პოზიცია: მსხვილი შიდა ეკონომიკა, ახალგაზრდა სამუშაო ძალა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სახელმწიფო პროგრამები (Make in India, PLI, Gati Shakti) ზრდიან ქვეყნის მიმზიდველობას გლობალური წარმოების ახალი გადანაწილებისთვის. 

ეფექტურობიდან მდგრადობამდე

მსოფლიო კორპორაციები უთმობენ საკუთარ ადგილს წარმოების ერთადერთ ცენტრში მიწოდებების განაწილებული ჯაჭვების სასარგებლოდ. ინდოეთი ცდილობს დაიკავოს ადგილი არა მხოლოდ როგორც „იაფი ალტერნატივა“, არამედ როგორც მდგრადი, პოლიტიკურად სტაბილური და ტექნოლოგიურად აღჭურვილი საწარმოო კვანძი. ლოგისტიკის დიჯიტალიზაცია ხელს უწყობს საქონლის ნაკადების მართვას რეალურ დროში, რაც არის უმნიშვნელოვანესი კონკურენტული უპირატესობა. 

ექსპორტის დივერსიფიკაცია: აშშ-ზე დამოკიდებულებისგან შემცირება

აშშ დიდი ხნის განმავლობაში იყო ინდოეთის საკვანძო სავაჭრო პარტნიორი, თუმცა ტარიფების ზრდამ, მათ შორის ინდოეთიდან საქონლის გრძელ ჩამონათვალზე 50% შემოღებულმა გადასახადმა, დააჩქარა ექსპორტის კურსის შეცვლა. ინდოეთი სისტემურად ასწორებს ახალ სავაჭრო გზებს, დიპლომატიურ აქტივობასა და სავაჭრო შეთანხმებებზე დაყრდნობით. იზრდება მიწოდებები გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში, საუდის არაბეთში, ყატარში, ომანში, ევროკავშირში (ნიდერლანდების და გერმანიის გავლით), ჩინეთში, ჰონკონგში, იაპონიაში, კორეაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.

ექსპორტის დინამიკა (2025 წლის აპრილი-აგვისტო)

ჰონკონგი: +26,2%, ჩინეთი: +19,6%, აშშ: +17,95%, გერმანია: +11,7%, სამხრეთი კორეა: +9,7%, გაე: +6,38%. ამერიკული ტარიფების ამოქმედების შემდეგ ექსპორტში აშშ-ში შემცირდა 8,0-დან 6,9 მლრდ. დოლარამდე (2025 წლის ივლისი-აგვისტო), მაშნ, როდესაც მიწოდებები გაე-ში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ჰონკონგში აგრძელებდა ზრდას.

საექსპორტო პოტენციალის მაფორმირებელი სექტორი

ელექტრონიკა: ინდოეთი გახდა ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიო ცენტრი, რომელიც აწარმოებს სმარტფონებს და სხვა ელექტრონიკას, რომელიც მხარდაჭერილია წარმოების სტიმულირების პროგრამებით.

ფარმაცევტიკა: ქვეყანა  ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერის სტატუსს გენერიკების, ვაქცინების და ხელმისაწვდომი წამლების წარმოებაში. 

საინჟინრო პროდუქცია: სამრეწველო მანქანების, სატრანსპორტო აღჭრვილობის და ავტოკომპონენტების ექსპორტი სტაბილურად იზრდება.

აგრარული მრეწველობა. ინდოეთი აქტიურად ზრდის ბრინჯის, სპეციების, ზღვის პროდუქტების, ხილის და გადამამუშავებელი პროდუქტების მიწოდებებს.

ახალი სავაჭრო დერეფნების შექმნა

გაე  არის საკვანძო პარტნიორი СЕРА-ს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, წარმოადგენს კარიბჭეს აფრიკის და სრუტის ქვეყნებში. 

ნიდერლანდები და გერმანია - ევროპული გამანაწილებელი ცენტრებია განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურით.

ჩინეთ და აღმოსავლეთი აზია - მზარდი მოთხოვნაა ინდოეთის ნედლ პროდუქტებზე და სამრეწველო ნახევარფაბრიკატებზე.

აფრიკა და ლათინური ამერიკა პერსპექტიული ბაზრებია განვითარებული ინფრასტრუქტურული პროექტების და მზარდი ეკონომიკური კავშირების წყალობით. 

ინდოეთის ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი პოლიტიკური დახმარება (მოკლე ვერსია)

ინდოეთის ექსპორტის ზრდა და მისი გამყარება მიწოდებების გლობალურ ჯაჭვებში, მეტწილად, უზრუნველყოფილია სახელმწიფო რეფორმებით, რომლებიც მიზნად ისახავენ წარმოების და ლოგისტიკის ეფექტიანობის ზრდას. წარმოების მასტიმულირებელი პროგრამები იზიდავენ ინვესტიციებს და აჩქარებენ მაღალ ტექნოლოგიური დარგების განვითარებას. ეროვნული ლოგისტიკური პოლიტიკა და PM Gati Shakti ამცირებენ დანახარჯებს პორტების მოდერნიზაციის, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების და პროცესების დიგიტალიზაციის წყალობით. 

სავაჭრო შეთანხმებები გაე-სა და ავსტრალიასთან, ასევე ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებები აძლიერებენ საინვესტიციო პროგნოზირებას და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, და ზრდიან ინდოეთის როლს ღირებულების შექმნის გლობალურ ჯაჭვებში. გადასვლა დივერსიფიცირებულ საწარმოო მოდელზე წარმოადგენს ქვეყანას, როგორც მსოფლიო ვაჭრობის ახალ ცენტრს.

უახლოეს ათწლეულში ინდური მაღალტექნოლოგიური წარმოებები, სტარტაპები, ციფრული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე პორტები დაიწყებენ ისეთი პარტნიორების მოზიდვას, რომლებიც ირჩევენ სტრატეგიას „ჩინეთი პლუს ერთი“, რაც საბოლოოდ გააძლიერებს ინდოეთის სტატუსს, როგორც ახალი მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ცენტრალური კვანძის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×