
„ლუზერი“ მთავარსარდალი ზელენსკი თავის კორუმპირებულ გარემოცვასთან ერთად უნდა დააპატიმრონ, - წერს სოციალურ ქსელ „X“-ში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, გენერალი მაიკლ ფლინი. ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში კორუფციულ სკანდალს ეხმაურება.
„უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური გამოძიება წლების განმავლობაში არსებულ გაფლანგვაზე, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ხოლო მოპარული ათობით მილიარდი დოლარი უნდა დაბრუნდეს და მოხმარდეს მრავალ ოჯახს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები ამ სრულიად უსარგებლო ომში, რომელიც სრულიად კორუმპირებულმა გლობალისტებმა დაიწყეს.
ამერიკამ ახლა უნდა იპოვოს გზები მშვიდობის მისაღწევად, დიახ, სიძლიერის მეშვეობით, მაგრამ - მშვიდობის.
მაშინ, როდესაც გვყავს პრეზიდენტი, რომელიც თავს არ ზოგავს ამერიკის კვლავ დიადად გადაქცევისა და სრულიად მოშლილი და კორუმპირებული მთავრობის გამოსწორების მცდელობაში, ამერიკელი ხალხი მაინც აღსავსეა იმ სულისკვეთებით, რომელიც ჩვენი თავდაპირველი დაფუძნებიდან მოდის“, - წერს ფლინი.