რეზონანსი
01.12.2025

უკრაინული მხარე დაჟინებით ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას, – ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სამუშაო კონტაქტები შეხვედრებს შორისაც გრძელდება, ისინი მუდმივია“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.

როგორც ანონიმური წყარო აღნიშნავს, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის აუცილებლობას, რადგან ამან შესაძლოა, განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვასაც უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან აუცილებლად მიიჩნევს. იმედი გვაქვს, ეს აზრი გაგებული იქნება“, – აღნიშნა წყარომ.

შეგახსენებთ, გუშინ ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და სასარგებლო იყო, თუმცა, რუბიოს თქმით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×