რეზონანსი
28.11.2025

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიემართება.

დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დედაქალაქში, 19:00 საათიდან, საპროტესტო მსვლელობა ორ ლოკაციაზე თსუ-ის პირველი კორპუსთან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან შეიკრიბა.

ორი მსვლელობა ფილარმონიასთან შეერთდება და ერთად გაემართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით

დღევანდელ აქციას, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×