რეზონანსი
28.11.2025

ის, რომ პოლონეთის მთავრობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს, აქ „ქართული ოცნება“ რა შუაშია? ეს საკითხი პოლონეთის მიგრაციის ნაწილია - საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იყო დიდი. შეხედეს, იმ ქვეყნებს, საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოდან პოლონეთში დასაქმების მსურველთა მექანიზმის გაუქმებაზე საუბრისას.

„ის, რომ პოლონეთის მთავრობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს, აქ „ქართული ოცნება“ რა შუაშია? ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე, რომ ეს მათი შიდა, მიგრაციის საკითხები არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად, ამკაცრებს გერმანია და სხვა ქვეყნები, ცდილობენ - ახალი ტალღაა, რომ საკუთარი მიგრაციის პოლიტიკა გადააწყონ, რაც შესაძლოა, მათი გადმოსახედიდან გამართლებულიც იყოს, თუმცა შიდა დისკუსიასაც ვაკვირდებით, რომ საკმაოდ დაგვიანებულია ევროკავშირისთვის. ის, ღია საზღვრების პრინციპი, რაც მათ ჰქონდათ, ზოგადად, ამ ღია საზღვრებმა მთლიანად ევროკავშირი შესაძლოა, ბევრ რამეში შეაფერხა. მაგრამ, პოლონეთს რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს თავად პოლონეთზე ექნება ცუდი გავლენა, რადგან ადამიანები სამუშაოდ ჩადიოდნენ, ე.ი. მოთხოვნაც იყო მუშახელზე, საქართველოში კი მუშახელის დეფიციტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×