რეზონანსი
27.11.2025

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კონსტანტინე (კოტე) კოკაიამ სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა:

"ბატონო მოსამართლე გულით ავადმყოფი ვარ შუნტირება მაქვს გაკეთებული და წამლებს საკუთარი სახსრებით მაიძულებენ რომ ვიყიდო, ეს შეიძლება?

მე სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, ჩემი სამსახური რუსთაველის 37 ნომერში მდებარეობს, ორი "სმენა" ვიმუშავე, იმ დღესაც ხალხთან ერთად ვიყავი და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მე მაინც მგონია ვინმე გონიერი მოვა ერთ დღეს და მადლობას მეტყვის, რომ ჩემი იოტისოდენა წვლილი შევიტანე, რომ იქ იმ დღეს სისხლის ღვრა არ ყოფილიყო.

სამსახური დავკარგე, პენსია დავკარგე, ოჯახი ულუკმაპუროდ დავტოვე, გთხოვთ გამოიჩინოთ ჰუმანურობა, მე არ მინდა სიკვდილი ციხეში, მინდა სამართლიანობამ იზეიმოს და ყველა გაათავისუფლოთ” - განაცხადა კოკაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×