
რუსეთს სურს უკრაინასთან შეთანხმება, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე, მაგრამ კიევის მხრიდან ეს ახლა იურიდიულად შეუძლებელია - ამიტომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს მომავალი დარეგულირების დებულებების საერთაშორისო აღიარებას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში, უკრაინასთან შეთანხმება. მაგრამ ეს ახლა უბრალოდ პრაქტიკულად შეუძლებელია, იურიდიულად შეუძლებელია. მათგან ვისაც შეუძლია, ვისაც სურს - დაე, იმან აწარმოოს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილებები საერთაშორისოდ იყოს აღიარებული ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მიერ“, - დასძინა მან.