
შიდა "ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის" კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებულ საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიიღო.
• დირექტივა მიმართულია უცხოური ლობირების მზარდი ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოურ ჩარევებისკენ.
• წესები ვრცელდება ისეთ საქმიანობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას.
აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას ან მათში მონაწილეობას, კონსულტაციებსა და მოსმენებში ჩართვას, საკომუნიკაციო კამპანიებს (მათ შორის სოციალურ ქსელებში ინფლუენსერების გამოყენებით), მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებას, შესწორებების შეთავაზებას და კვლევებს.
• ახალი დირექტივა აწესებს სავალდებულო ეროვნულ რესსტრების შექმნის ვალდებულებას, რომლებიც შეიქმნება და იმუშავებს დამოუკიდებელი ეროვნული ორგანოების მიერ, რათა უზრუნველყონ ინფორმაციის სიზუსტე. კომიტეტის წევრები მოითხოვენ, რომ ეს რეესტრები იყოს დაკავშირებული ცენტრალიზებულ პორტალთან და აღნიშნავენ, რომ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იწვევდეს მათ მიმართ უნდობლობას.
• ადინა ვალეანი (მთავარი მომხსენებელი - EPP, რუმინეთი): "ჩვენ ეს დირექტივა არ მიგვიღია მხოლოდ სიმბოლური მიზნით, არამედ მივიღეთ იმიტომ, რომ ამას საზოგადოება ითხოვდა. მათ სურთ იცოდნენ, ვისი სიტყვა და ვისი ფული აყალიბებს ჩვენს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნებიდან მომდინარე ფულის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით. სწორედ ეს დირექტივა პასუხობს მათ შეშფოთებას. დირექტივა არ ადგენს ლობისტების ბრალს, მხოლოდ ინფორმაციის გამჟღავნებას ემსახურება. მას მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა, რაც მიუთითებს, რომ გავითვალისწინეთ ტექნიკური, იდეოლოგიური და გაუთვალისწინებელი საკითხები. ამით შევქმენით გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტები ჩვენი დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც ყველა მოქალაქე იმსახურებს".
• ანგარიში მიღებულ იქნა 35 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ხოლო 8-მა თავი შეიკავა.
შეგახსნებთ, რომ ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა ოქტომბერში გამჭვირვალობის ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხატა პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირში უცხოური ზრდადი ჩარევის პრობლემის მოგვარებას. ახალი წესები ითვალისწინებდა სავალდებულო ეროვნული რეესტრების შექმნას მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი ლობირების (ინტერესების წარმომადგენლობის) აქტივობებისა და მათი დაფინანსების დეტალური აღწერისთვის, რაც გაზრდის საზოგადოებრივ ნდობასა და გამჭვირვალობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა შემოიღეს მკაცრი დაცვის მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგისტრირებული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ნეგატიური ეტიკეტირება ("უცხოელი აგენტების" მსგავსად) და წესები არ გავრცელდება საბაზისო დაფინანსებაზე, რომელიც ლობირებასთან არ არის კავშირში. პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ დაიწყება ინტერინსტიტუციური მოლაპარაკებები.