
ტრაგედია დატრიალდა ყოფილი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ოჯახში. მისი ახალგაზრდა ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს. 17 წლის გიორგი ნავერიანი დამწყები მსახიობი იყო.
როგორც ახლობლები გვიყვებიან, გიორგი ნავერიანი თამაზ ნავერიანის მეოთხე ვაჟი იყო. გიორგი 21 იანვარს ხდებოდა 18 წლის.
"ტრაგედია ტრიალებს, ნანატრი ბიჭი აღარ ჰყავს ოჯახს. როცა გიო გაჩნდა, თამაზი სიხარულით დაფრინავდა. ძალიან კარგი ახალგაზრდა დავკარგეთ" - ჰყვებიან ახლობლები.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, 17 წლის ბიჭის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სუიციდია. ამბობენ, ახალგაზრდა მსახიობმა საბედისწერო ნაბიჯის გადადგმის წინ წერილიც დატოვა, თუმცა მისი შინაარსი ცნობილი არ არის.
,,რატომ გააკეთე ეს არჩევანი… რატომ აირჩიე ეს გზა…”
,,ძალიან მძიმეა და აუტანელი შენი არჩევანი გიო”, – წერენ ახლობლები.