რეზონანსი
26.11.2025

"ეს სისტემა 100% დაინგრევა და ექიმები, როგორც რეპრესიული სისტემის ნაწილი, პასუხს აგებენ სხვებთან ერთად" - ამის შესახებ რუსთავის ციხეში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"წინა ყოფნისას რუსთავის საპყრობილეში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ყოველთვის თბილად მხვდებოდა, მიღიმოდა, მამხნევებდა და ზრუნავდა ჩემს ჯანმრთელობაზე. მოწამვლის შემდეგ გვიან ღამით პირველი დახმარება მათ აღმომიჩინეს.

გამიხარდა, რომ აქ უკან მოყვანისას პირველ საღამოს სწორედ ისინი დამხვდნენ, თუმცა მეორე დილასვე ჩამომაშორეს ჩემი ძველი ნაცნობები და შემოიყვანეს დაშინებული, კრიჭაშეკრული, სრულიად არაკომპეტენტური ქოც-მედიკოსები, რა სამარცხვინოა!

მართალი არიან გიორგი ახობაძე და სხვა პოლიტპატიმრები, ციხის სამედიცინო სამსახური წამების სისტემის ნაწილია და არაფერი ჰუმანიტარული მათ არ შერჩენიათ.

ამათი ახლად გამოცხობილი კაციჭამიური ლოზუნგია "ნულოვანი თანაგრძნობა პოლიტპატიმრების". აი დღეს დილითაც, მას შემდეგ, რაც "სამედიცინო" მომსახურებაზე უარი ვთქვი, შემოვიდა ერთი კონცლაგერის "ექიმი" და დამიწყო მორალის კითხვა. თან გამომიცხადა, რომ ჩემი მოწამვლა, რომელიც დაადასტურა ამერიკულმა და გერმანულმა ლაბორატორიებმა, ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა, თურმე ტყუილია.

ეს "ექიმი" იქცეოდა არაკომპეტენტურად და პროვოკაციულად, როგორც ჯერ კიდევ ვივამედში, ევროსაბჭოს წამების კომისამ დაწერა დასკვნა, რომ სამედიცინო გადაწყვეტილებებს ექიმები კი არა რეპრესიული აპარატი იღებდა და აქაური ექიმები საერთოდ, როგორც სუსის ოფიცრები ისე იქცევიან. ეს სისტემა 100% დაინგრევა და ექიმები, როგორც რეპრესიული სისტემის ნაწილი, პასუხს აგებენ სხვებთან ერთად", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×