რეზონანსი
26.11.2025

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში საუბრისას განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და კიევისთვის ზამთრის პერიოდში დასახმარებლად 170 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტის დაუყოვნებლივ გამოყოფას აპირებს.

მერცმა აღნიშნა, რომ გერმანია 2026 წლის ფედერალური ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერას "აქტიურად" გააგრძელებს.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.

მერცმა ასევე დაამატა, რომ გერმანიას უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×