რეზონანსი
26.11.2025

დათო თაზუნაშვილი თუ თაზო დათუნაშვილი, თუ როგორც არის.. პარტია "ლელოს" და პირადად ხაზარაძეს წარმოადგენს. ზის ხაზარაძისვე ტელევიზიაში და ჭკუას ასწავლის საპარლამენტო ოპოზიციას, თუ რა საკითხზე უნდა დაიბარონ პრემიერი ინტერპელაციაზე, - ამის შესახებ  ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში. 

ქართველიშვილის განცხადებით,  „ლელოს“ გარედან მიცემული დავალება რომ არ შეესრულებინა და მანდატები მიეღო,  ახლა ისინი თავად ისხდებოდნენ  პარლამენტში და გადაწყვეტდნენ, თუ რა საკითხზე დაებარებინათ პრემიერი ინტერპელაციის წესით. 

„დათო თაზუნაშვილი თუ თაზო დათუნაშვილი, თუ როგორც არის.. პარტია "ლელოს" და პირადად ხაზარაძეს წარმოადგენს. ზის ხაზარაძისვე ტელევიზიაში და ჭკუას ასწავლის საპარლამენტო ოპოზიციას, თუ რა საკითხზე უნდა დაიბარონ პრემიერი ინტერპელაციაზე. არადა ამ დროს, ამ პარტიას გარედან მიღებული დავალება რომ არ შეესრულებინა, ამომრჩევლისთვის პატივი ეცა, მანდატები მიეღო და პარლამენტში შესულიყო, თავად გადაწყვეტდნენ, რა საკითხზე დაებარებინათ პრემიერი ინტერპელაციის წესით. ასე იცის ჭკუის ნაკლებობამ...“- წერს დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×