რეზონანსი
26.11.2025

გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გამოწვევები, რაც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

„დემოგრაფია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. შარშან გვქონდა პირველი წელი გასული წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა გასული მოქალაქეების რაოდენობას. წინა წლების განმავლობაში გვქონდა დიდი მინუსი. ასევე დაბადება-გარდაცვალების თანაფარდობასთან დაკავშირებითაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. როგორც ბუნებრივი მატების, ისე მიგრაციის ნაწილში გვაქვს გამოწვევები, თუმცა ეს ცალკე საკითხია და შეგვიძლია ცალკე ინტერპელაციის ფარგლებში შეგვიძლია დეტალურად ვიმსჯელოთ. კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ამ საკითხის გადაჭრა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რაც მთავარია, გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×