რეზონანსი
26.11.2025

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიებს შემოსავალი 11.6%-ით გაეზარდათ. გაზრდილი შემოსავლების მიუხედავად, კომპანიებს წელს მოგება შეუმცირდათ.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ჯამში რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2 მლნ ლარით არის შემცირებული.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს. აქტივების მოცულობა წლიურად თითქმის 11%-ით არის გაზრდილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×