რეზონანსი
26.11.2025

გერმანიის ელჩს სიმართლე რომ ელაპარაკა, ყველაფერი უნდა ეღიარებინა. ვენის კონვენციას ყოველდღე არღვევს, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატისთვის დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

„მას უნდა ეღიარებინა, რომ რადიკალებთან ერთად, შეხვედრებს ესწრებოდა, საარჩევნო პროპაგანდაში იყო ჩართული და რადიკალური პარტიის ლიდერისგან აპარტამენტი აქვს ნაქირავები. ცხადია, ამ ყველაფრის თქმას სიტუაციიდან თავის დაძრომის ტაქტიკა არჩია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×