
NEWSMAX სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე წერს და აქვეყნებს საკითხებს, რომლებზეც მხარეები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მათ შორისაა ტერიტორიული საკითხები, გაყინული რუსული აქტივები და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები
"უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები "პოზიტიური და კონსტრუქციული" იყო. თუმცა, "ეს არ ნიშნავს, რომ დოკუმენტი დასრულებულია, პროცესი მიმდინარეობს".
უკრაინელი მომლაპარაკებელი მეუბნება, რომ ის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება ჯერჯერობით არ მიღწეულა, "რთულია". ესაა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
• ტერიტორიული საკითხები
• გაყინული რუსული აქტივები
• კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საბოლოო ჯამში არ მიღწეულა, ჩემი წყაროს თანახმად, არის უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ „ჩვენ ამ საკითხზე შეთანხმებას ვუახლოვდებით“ - მეუბნებიან ისინი.
რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას: ვკითხე, მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას უკრაინის კონსტიტუციის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესწორებებზე: „ჩვენი მიზანია, არ შევცვალოთ კონსტიტუცია“, - მითხრეს მათ" - წერს NEWSMAX-ის ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია.
მთავარი