რეზონანსი
25.11.2025

მაშინ, როდესაც ევროპელი მოკავშირეები და უკრაინელები თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმის დეტალებს განიხილავდნენ, რომელიც დონბასის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებდა, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტრამპს არ აქვს წითელი ხაზები - მანამ, სანამ ორივე მხარე თანახმა იქნება და ომი დასრულდება.

„საბოლოო მიზანი მშვიდობაა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი მიღწევაც აქ შეიძლება. შეწყდეს ბრძოლა, შეწყდეს მკვლელობა. ეს არის მთავარი, რაც მას ამ სიტუაციიდან სურს", - განუცხადა POLITICO-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ტრამპი ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც „ომს შეწყვეტს, და ნებისმიერ შეთანხმებას, რომელზეც ორივე მხარე შეძლებს შეთანხმებას რაც შეიძლება სწრაფად".

„ტრამპი დიდი ხანია საკუთარ თავს „მედიატორად" მიიჩნევს და არ სურს რომელიმე მხარის დაჭერა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, და აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების უმრავლესობის პოზიციისგან", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×