რეზონანსი
25.11.2025

 შეიცავს თუ არა Eagle Hills-ის 6 ნახევარ-მილიარდიანი პროექტი უსაფრთხოების რისკებს ან მიგრაციულ გამოწვევებს? რა მოგებაზეა გათვლილი უპრეცედენტო არაბული ინვესტიცია და რატომ არ ქვეყნდება ხელშეკრულების ტექსტი?

რა არის უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ეწინააღმდეგება თუ არა ის ბოლონიის პროცესს?

2 ძირითად საკითხზე 20-ზე მეტი შეკითხვა - ინიციატორი "ქართული ოცნებაა," რომელიც პასუხებს პრემიერ-მინისტრისგან ელოდება. ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით ხვალ მივა.

ზეპირი შეკითხვები დეპუტატებს უკვე მომზადებული აქვთ, თუმცა პრემიერ-მინისტრთან ინტერპელაციის წესით გაგზავნილი კითხვები ყველა იმ მიმართულებას ეხება, რასაც ოპოზიცია პარლამენტშიც და მის გარეთაც აკრიტიკებს.

შენდება თუ არა რეალურად ორი არაბული ქალაქი - ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პრემიერს სწორედ ოპოზიციის რამდენიმეკვირიანი კამპანიის შემდეგ გაუგზავნა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტების პოლიტიკურ სპეკულაციებსა და ჰომოფობიურ ნარატივზე მიუთითებს. ე.წ. არაბიზაციაზე პირველად ლელო ალაპარაკდა. პარტია, რომლის ლიდერებსაც ანაკლიის პორტთან კომერციული საიდუმლოს შემცველი ხელშეკრულება აკავშირებდათ, აინტერესებთ, რატომ დადო სახელმწიფომ ინვესტორთან ანალოგიური კონტრაქტი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტებმა საერთაშორისო სტანდარტები კარგად იციან, თუმცა დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. მათივე თქმით, ოპოზიციის გათვლა იმ მასშტაბური პროექტის დისკრედიტაციაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს.

რეფორმა ჯერ მხოლოდ კონცეფციაა. როდის შეიცვლება უმაღლესი განათლების 4+2 სისტემა 3+1 -ით და გავა თუ არა ზოგადი განათლება 12-დან 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე? - ამას პრემიერ-მინისტრი ხვალ პლენარულ სხდომაზე განმარტავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×