რეზონანსი
25.11.2025

პედიატრი, თსსუ პროფესორი, ივანე ჩხაიძე, გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" 2025-2026 წლის ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსის გააქტიურებაზე, შემთხვევების უჩვეულოდ მატების პროგნოზსა და მთავარ პრევენციაზე საუბრობს:

- ახლა რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების საწყის ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გრიპი იგულისხმება. ხაზს გავუსვამ, რომ არსებობს რამდენიმე კვლევა და რამდენიმე სერიოზული ექსპერტისა და ინსტიტუციის წინასწარი პროგნოზი, რომ 2025-2026 წლის სეზონი, გრიპის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის უკან ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსია. ეს A ტიპის გრიპის ვირუსია. 7 მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა ივნისის თვეში განიცადა. შესაბამისად, უფრო იოლად გადამდები გახდა. ალბათობა იმისა, რომ წელს გრიპის უჩვეულოდ მაღალი შემთხვევები გვქონდეს, ძალიან დიდია. ეს მონაცემები ეყრდნობა იმ წყაროს, რომელიც მუტაციის შემთხვევაში, ვირუსის ერთ-ერთ თვისებას, გადამდებლობის იოლ სახეს აფიქსირებს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მათ შორის, ბავშვების, განსაკუთრებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების, მშობლებმა ეს პროგნოზი გაითვალისწინონ. პრევენციისა და თავიდან აცილების ყველაზე იდეალური შესაძლებლობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ერთადერთი, რამაც შეიძლება, რეალურად, გრიპით ავადობასა და, შესაბამისად, ფილტვების ანთების პრევენციაზე გავლენა მოახდინოს, ვაქცინაციაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×