რეზონანსი
25.11.2025

პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უარს აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე, სოციალურ ქსელში აფასებს.

დობორჯგინიძის განცხადებით, რუბიოს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე პრო-ევროპულად განწყობილი პირია, „ბალტიისჭირეთის ფარისეველი პოლიტიკური ჩიხუახუები" ყელში ამოუვიდა, ვინაიდან, ისინი ზედაპირული ანტირუსული ისტერიის პარალელურად, ინტენსიურად ვაჭრობენ რუსეთთან, არღვევენ სანქციებს და საკუთარი უსაფრთხოების დაცვა უკრაინელების ხარჯზე სურთ.

„მარკო რუბიო უარს აცხადებს უკრაინასთან დაკავშირებით კაია კალასთან შეხვედრაზე და მოლაპარაკებების გამართვაზე. ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე პრო-ევროპულად განწყობილ რუბიოსაც, რომლის ხედვებიც შორსაა ჯეიდი ვენსისგან, ყელში ამოუვიდა ბალტიისჭირეთის ფარისეველი პოლიტიკური ჩიხუახუები, რომლებიც ზედაპირული ანტირუსული ისტერიის და უკრაინის წაქეზების მიღმა, ვაჭრობენ ინტენსიურად რუსეთთან, სანქციებს არღვევენ და პარალელურად უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე უნდათ საკუთარი უსაფრთხოება. რატომ უნდა ეთქმოდეთ სიტყვა მსოფლიო პოლიტიკაში ამ ფსევდო სახელმწიფოებს გაუგებარია. იმედია ამერიკა ტრ**ზე მოსვამს ამაზრზენ ფარისეველ ესტონელებს, ლატვიელებს და ლიეტუველებს." - წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×