რეზონანსი
25.11.2025

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში. 

მისივე თქმით, ჩვენს თვალწინ ინგრევა ევრობიუროკრატია და ევროსაბჭოთა კავშირი - ამ ნგრევებში რომ არ დავზიანებულვიყავით, ერთი წლის წინ შევაჩერეთ ჩვენი სუიციდალური "ინტეგრაცია".

„საჭადრაკო დაფაზე "შაჰმატის" და "ჩაპაევის" განსხვავებულობაზე არაერთგზის მოგვიყვანია Ჩვენი მოსაზრება - ევრობიუროკრატია იმის გამოც ვერ გვიტანს, რომ მათი მზაკვრული ჩანაფიქრების ჭვრეტა წინმსწრებად შეგვიძლია და ყველაფერში, რასაც ამ ხელისუფლების დონეზე ვაკეთებთ, ერთი ნაბიჯით წინ ვახერხებთ. ჩვენს თვალწინ ინგრევა ევრობიუროკრატია და ევროსაბჭოთა კავშირი - ამ ნგრევებში რომ არ დავზიანებულვიყავით, ერთი წლის წინ (28 ნოემბერს) შევაჩერეთ ჩვენი სუიციდალური "ინტეგრაცია".

ვიცოდით, რომ ევროსასამართლოები ლგბტ დღის წესრიგს საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო გაამყარებდნენ - წინმსწრებად მივიღეთ პრევენციული კონტრზომები და ავკრძალეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების სიგიჟე. საქართველოზე, როგორც "კერკეტ კაკალზე" კიდევ არაერთ უკბილო პირში დარჩენილ კიჭებს მოიტეხს გაუკუღმართებული იდეოლოგიის მატარებელი მახინჯი სისტემა. მთავარია - ჩვენგან შორს იყვნენ. მაქსიმუმ, რასაც კანონი ვერ აუკრძალავს საქართველოში, ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაპროტესტებლად, შესაბამის სანომრე ნიშანს თუ გარისკავენ - მაგრამ ამის სწორნაწლავიც არა აქვთ...“-წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×