რეზონანსი
25.11.2025

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად გაფორმდა სხვა წევრ სახელმწიფოში. სასამართლომ პოლონეთი გაამტყუნა, რადგან პოლონეთმა გერმანიაში გაფორმებული ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება არ აღიარა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა ქვეყნის მტკიცე პოზიცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ -  მიუხედავად განცხადებებისა, ევროკავშირი მსგავს მოთხოვნებს რეალურად აყენებს, რაც საქართველოსთვის აშკარა წითელი ხაზია.

„ევროკრეტინების ცნობილი ფრაზა გახსოვთ? „არავინ გვაიძულებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას!“  „ევროპელები  საქართველოსგან არაფერს ითხოვენ" და ა.შ.

მიუხედავად მსგავსი რიტორიკისა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად გაფორმდა სხვა წევრ სახელმწიფოში. სასამართლომ პოლონეთი გაამტყუნა, რადგან პოლონეთმა გერმანიაში გაფორმებული ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება არ აღიარა.

ცხადი ხდება საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა, სწორედ საქართველოს მიერ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლაა. მიუხედავად სიტყვებისა, რომ საქართველოსგან ამას არავინ ითხოვს, ფაქტი აშკარაა: ევროკავშირი პოლონეთს სთხოვს საკუთარი კანონმდებლობის უგულებელყოფასა და ერთნაირსქესიანი კავშირის აღიარებას, რაც, ჩემი აზრით, წითელი ხაზია.

რადგანაც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა არცერთი გაერთიანების კანონმდებლობა არ უნდა იდგეს, თუ ევროკავშირის კანონმდებლობა დამოუკიდებელი ქვეყნის კანონზე უპირატესია, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი წევრი  ქვეყნებისგან ითხოვს არა მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დათმობასაც.“ - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×