
“როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - “მე არც “ნაცი“ ვარ და არც “ქოცი“, სჯობს დაამატონ - “მე ვარ იდიოტი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სააკაშვილის განმარტებით, ეს მიდგომა “ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია”.
“ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ადამიანი ან “ნაცი" უნდა იყოს ან “ქოცი", საზოგადოების დიდი უმრავლესობა არცერთი არაა და ეს ნორმალურია.
მაგრამ, როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც “ნაცი” ვარ და არც “ქოცი", სჯობს დაამატონ - “მე ვარ იდიოტი" – “არც “ნაცი”, არც “ქოცი“ არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგი“, - განაცხადა სააკაშვილმა.