რეზონანსი
25.11.2025

გამოაშკარავდა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობთ - ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკას, ხმარდება მედია საშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ძირითადად განწყობილები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ონლაინმედიებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ეს ყველაფერი გარედან იმართება“.

„გამოაშკარავდა რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობთ - ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკას, ხმარდება სხვადასხვა მედიების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ძირითადად განწყობილები. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარედან იმართება. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, მითითებებსაც გარედან იღებენ. პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტი და საუბრობდა იმაზე, რომ ვეძებთ წყაროებს როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოშიო. ანუ შავ ხვრელებს ეძებენ, რომ თანხები შემოიტანონ საქართველოში და ისევ პოლიტიკას მოახმარონ, ნახეთ ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ. ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ქვეყანაში, ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესშია ჩართული და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ამასთანავე დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ხელს უწყობს სიძულვილის, პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას და ა.შ.“,- განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×