რეზონანსი
25.11.2025

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და  ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე,  სახელმწიფოსა და Eagle Hills-ს შორის გაფორმებული შეთანხმება შეაფასა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების დიდი წარმატებაა.  

ბერეკაშვილის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტი დიდწილად კომერციულია, რომლის შემოსავლების 33 პროცენტს, სახელმწიფო დივიდენდების სახით მიიღებს. მისივე თქმით, ინვესტიცია ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის და არაერთი სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.  

„აღნიშნული პროექტი იქნება სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფო კაპიტალიზმის გამოხატულება. საუბარი გვაქვს პროექტზე, რომელიც დიდწილად კომერციული პროექტია. მისი დიდი ნაწილი შეადგენს ოფისების, სასტუმროების და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას. როდესაც სახელმწიფოს აქვს 33%-იანი წილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, მოგების სახით, შემოსავლებიდან რომელსაც ეს პროექტი დააგენერირებს, სახელმწიფო, დივიდენდების სახით მოგების 33%-ს მიიღებს, რაც პირადად მე მიმაჩნია, რომ უაღრესად კარგი შეთანხმებაა და ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების უაღრესად დიდი წარმატებაა.

რაც შეეხება იმპლემენტაციის პროცესს, შეიქმნება ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი, შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ისეთ სექტორებში, როგორებიც არის მშენებლობა, დეველოპმენტი, ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 250 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათთვის ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას. ეს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში აისახება და  ეს ყველასთვის კარგია - ყველა მოქალაქისთვის." - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×