რეზონანსი
25.11.2025

„ბოლო პერიოდში, საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო კამპანია წარმოებს და ეს იმ დროს ხდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯი დგამს, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სახელმწიფო, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს მშვიდობა და შექმნას უსაფრთხო მომავალი“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

მისივე თქმით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს, იქნება ეს ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკური ზრდა თუ კორუფციასთან ბრძოლა და ეს მცირე ჩამონათვალია, რითაც საქართველო წინ უსწრებს არაერთ კანდიდატ თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანას.

„ამის დასტურია ევროკომისიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრებისა თუ ორგანიზაციების ანგარიშები. ამ შეფასებების შემდეგ ჩნდება კითხვები - რატომ ვერ ან არ სურთ, დაინახონ საქართველოს მისწრაფებები და განვითარების ტემპი? რატომ იზრდება საქართველოზე ზეწოლა მიუხედავად იმ პროგრესისა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება აღწევს? იმის მაგივრად, რომ ე.წ. ოპოზიციური ფლანგი ზრუნავდეს და მაქსიმალურად იცავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, გამიზნულ კამპანიებს აწარმოებს და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, შემდეგ კი თამამად გვესაუბრება სამშობლოს სიყვარულზე. ამის მიუხედავად, ჩვენი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, კურსს არ იცვლის და საქართველო მტკიცედ აგრძელებს სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური წარმატების გზას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×