რეზონანსი
25.11.2025

ჩვეულებრივი პროცედურაა, ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე მიმართოს, სამარცხვინოა, „დრამაქვინობით“ როგორ ცდილობს ჯაფარიძე თავი გმირად წარმოაჩინოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვულს კითხვა დაუსვეს ზურაბ ჯაფარიძეზე, რომელმაც პატიმრობიდან გათვისუფლებამდე ერთი თვით ადრე, უარი თქვა პირობით გათავისუფლებაზე.

„ამ ადამიანის გარშემო რაც ტრიალებს, ტრაგედია უგმიროდ არის. ძალიან უნდა გმირობა, მაგრამ ამის არც ადამიანური რესურსი ჰყოფნის, არც პირობები აქვს, თავი გმირად წარმოადგინოს. მისი დაკავების დღე გახსოვთ, თეატრალური დრამა რაც დადგა, მის დაკავებაზე, რომ მსოფლიო ტრაგედია მოხდა. ახლაც იმავენაირად „დრამაქვინობს“. როცა ზურა-გირჩი ჯაფარიძე საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს, ცას ახედა, ჩაფიქრდა და უარი თქვა ამ ყველაფერზე. სამარცხვინოა, „დრამაქვინობით“ როგორ ცდილობს, თავი გმირად წარმოაჩინოს. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც ნებისმიერ პატიმარს ეხება, რომელსაც შეუძლია, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე მიმართოს. შეუძლია, მიმართოს და თითოეულ პატიმარზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მოხდება. როგორც სხვა პატიმარს შესაძლებლობა აქვს, მათემატიკურად გარკვეული პერიოდი გავიდა. მისი გმირობა საოკუპაციო ხაზთან ვნახეთ, რასაც გულისხმობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×