
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალური აღიარება - როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკუჩავამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „კრედიტ სუისთან“ დავა მოიგო, თუმცა, მისი ადვოკატის წერილით ირკვევა, რომ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მას „დიპ სტეიტი“ კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას გამარჯვების შემდეგ მაინც მისცემს, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაადასტურა.
"აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, ე.წ ოფაკის სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილის, ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, უზარმაზარ ფინანსურ გიგანტს გადასახდელი აქვს მილიარდ დოლარზე მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის.
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.