რეზონანსი
25.11.2025

მმართველ გუნდში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და წლების განმავლობაში მიმდინარე შანტაჟზე საუბრობენ, რომელი კვლავ არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამს. 

„დღევანდელ მსოფლიოში, იქ, სადაც არაფორმალური მმართველობაა მომძლავრებული, სამართლებრივი ურთიერთობებიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად გასაგებად წერია სიმართლე, რომელიც ჭეშმარიტებად არის აღიარებული ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ, წვდომას ვერ ამყარებს იმ სახსრებთან, რომელიც ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ არის მასზე მიკუთვნებული. ეს გულისხმობს და ხაზს უსვამს ერთადერთ გარემოებას, ზეწოლა, სურვილი გადაწყვეტილების მიღებისა ამ ოჯახისგან და ამ ადამიანისგან არის ის, რომ ეს ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნისთვის საწინააღმდეგო იქნება. გასაგები უნდა იყოს მათთვის და გამოცდილებამ მაინც უნდა უკარნახოთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი შანტაჟს არ ექვემდებარებიან. ისინი აგრძელებენ საქველმოქმედო საქმიანობას“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×