რეზონანსი
25.11.2025

„მან ძალიან კარგად იცის და არა მარტო მან ნატოში, რომ მათივე ინსტიტუტების შეფასებით საქართველო წლებია მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მარკ რუტეს განცხადება.

კერძოდ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რადიო „თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა, თქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება. მაჭარაშვილის თქმით, არაწევრი ქვეყანა საქართველო ნატო-ს ჯარებში, სამშვიდობო მისიებში ისეთი მასშტაბებით მონაწილეობდა და ისეთი ხარისხით, რომ ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×