რეზონანსი
25.11.2025

ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ფლაგმანი საბანკო სექტორი, სინამდვილეში, როგორ არაკეთილსინდისიერად და ყაჩაღურად იქცეოდა კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ფლაგმანი საბანკო სექტორი, სინამდვილეში, როგორ არაკეთილსინდისიერად და ყაჩაღურად იქცეოდა კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ, მაგრამ რასაკვირველია ამის უკან სინამდვილეში სხვა ძალები იდგნენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არაფორმალურად როგორც შანტაჟის მექანიზმებს ისე გამოიყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ასეთ თემებს, მაგრამ ვინც ვერ მოხვდა აქამდე, რომ შანტაჟის არანაირი მეთოდები არ ჭრის და ვერც გაჭრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინაშე, კიდევ უფრო უარესი მათთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები მიიღოს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×