რეზონანსი
25.11.2025

კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე ნატო-ში კონკრეტულები თუ იქნებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რამენაირად უნდა გადახარშონ, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოიყვანეს, ასევე ის, რომ საქართველო მეორე ფრინტად გამოყენებული არ არის.

„ქარაგმებით საუბარმა უკვე თავისი ეფექტურობა ამოწურა. კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე კონკრეტულები თუ იქნებიან. რამენაირად უნდა გადახარშონ, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოიყვანეს. პატივი სცენ დემოკრატიას და ხალხის არჩევანს. ასევე რამენაირად უნდა შეეგუონ, რომ ომის შეწყვეტა-არ შეწყვეტა ასეთი რთული საკითხია და, რომ საქართველო მეორე ფრინტად გამოყენებული არ არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×