რეზონანსი
24.11.2025

[რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის მხრიდან ახალი, 28-პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში მხოლოდ] ფასადური ცვლილებები დავინახე იმ განაწყენებული ევროპელების მხრიდან, რომელთა აზრი დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, მგონი, საერთოდ არ აღელვებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ტრამპი მკაფიოდ უცხადებს ზელენსკის (რომლის ხელში არანაირი კარტია), რომ დათანხმდეს იმას, რასაც ის სთავაზობს.

„ზელენსკი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა იმ ტყვეობიდან, რომელშიც დასავლეთ ევროპელი ლიდერებისა და ზოგადად, ევრობიუროკრატების მხრიდან იმყოფება.

მე მესმის პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, [აშშ-ს 28-პუნქტიან, "სამშვიდობო გეგმასთან" დაკავშირებით], რომელიც იმ ადამიანის საჭადრაკო სვლას ჰგავდა, ყველაფერი რომ გააკეთა. მთელი ამ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ტრამპი პრეზიდენტია, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ომის დასრულება იყო. მან ამ ომის წამომწყები მხარეებიც კი დაასახელა - ჯო ბაიდენი და ზელენსკი და რომ არა 2020-ის წლის გაყალბებული არჩევნები აშშ-ში, რაზეც ტრამპი დღემდე აპელირებს, ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა.

დღეს ტრამპი მკაფიოდ უცხადებს ზელენსკის (რომლის ხელში არანაირი კარტია), რომ დათანხმდეს იმას, რასაც ის სთავაზობს", - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×