რეზონანსი
24.11.2025

თავგამოდებით ვინც ებრძვის საქართველოში „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებას, მათთვის მიუღებელია ეკონომიკური განვითარება. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ფაქტობრივად, არ აქვს უარყოფითი მხარე, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, ათასნაირი დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ აღნიშნულ პროექტს.

„შეფასება მარტივია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ზოგადად, განვითარებისთვის რაც არის, ყველაფერი აღიზიანებს ამ ხალხს და ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებს. სწორედ ეს არის მიუღებელი ხალხისთვის, ვინც ასე თავგამოდებით ებრძვის საქართველოში „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებას. ათასნაირი დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და, ფაქტობრივად, არ აქვს უარყოფითი მხარე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×