ნატალია ჯვარიძე
24.11.2025

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამორიცხავს რუსეთის „დიდ რვიანში" დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ეს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „სამშვიდობო გეგმაშია" გათვალისწინებული. „ამჟამად, ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის" სხვა დანარჩენ ექვს წევრს შორის, რომ რუსეთი ამ ჯგუფში ხელახლა მიიღონ", - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, „დიდი რვიანის" ფორმატში დაბრუნება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება შეთანხმდეს.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მისი თქმით, რუსეთის ხელახლა მიღების წინაპირობები არ არსებობს.

რუსეთი „დიდი რვიანის" ჯგუფიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის „დიდ რვიანში" დაბრუნებისთვის ამჟამად პირობები არ არსებობს. მან თავისი მოსაზრება იოჰანესბურგში, G20-ის სამიტის ფარგლებში გააზიარა.

„დღეს რუსეთის „დიდ რვიანში" დაბრუნების პირობები არ შემუშავებულა. ეს ფორმატი ყველა მონაწილის ერთსულოვან თანხმობაზეა დამოკიდებული".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ რუსეთის „დიდ რვიანში" დაბრუნება ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რადგან მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს.

„ჩემი აზრით, ეს იდეა დონალდ ტრამპს ეკუთვნის. მას სურს, რუსეთი მოთვინიერებული ჰყავდეს და ვფიქრობ, უნდა, რომ გაიმეოროს ბილ კლინტონის მაგალითი, როცა რუსეთი ამერიკის გავლენის ქვეშ იყო.

ჩინეთთან დაპირისპირების ფონზე, ამერიკის სავრაუდო მიზანია, რუსეთის რესურსები და ეკონონიკური ვითარება მაქსიმალურად გამოიყენოს. ეს არის ტრამპის რაციონალური საგარეო პოლიტიკური მიდგომა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×